ფეხბურთი

23:14 | 13.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

AS-მა "ალავესთან" გიორგი მამარდაშვილის თამაში შეაფასა

ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" „ალავესთან“ 1:2 წააგო, მაგრამ ქართველ მეკარეს საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა და გაშვებულ გოლებში ვერ დავადანაშაულებთ.

ასე ფიქრობს ესპანური გამოცემა As-იც, რომელიც „ვალენსიას“ ფეხბურთელების შეფასებების სტატიაში მამარდაშვილზე წერს:

„ქართველის გამორჩეული თამაში. კარგი სეივი ლუმის წინააღმდეგ პირველივე წუთზე. შემდეგ გუნდი ესკალანტეს გოლს გადაარჩინა, მაგრამ წამის მერე ლუმის გოლისგან ვერ იხსნა. მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე დუარტეს დარტყმაც მოიგერია, მეორე ტაიმში კი გოლის გარდა, „ალავესს“ კარში არ დაურტყამს“, - წერს ცნობილი გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ მესამედ ითამაშა. მთლიანობაში მის აქტივში მიმდინარე სეზონში 9 მატჩია - 8 ლა ლიგაში და ერთიც თასზე, კარი კი მშრალად სამჯერ შეინახა. „ვალენსია“ ცუდ ფორმაშია და 30 ქულით მე-12 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში 20 თებერვალს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

0.13104