ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ტოტენჰემმა“ შინ „ვულვზთან“ 0:2 წააგო და ეს „დეზებისთვის“ ზედიზედ მესამე მარცხი გამოდგა.
როგორც გაირკვა, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით გუნდმა მიჯრით სამი წაგება ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად განიცადა. „ტოტენჰემი“ მიყოლებით „ჩელსისთან“ (0:2), „საუთჰემპტონთან“ (2:3) და „ვულვზთან“ (0:2) დამარცხდა.
კონტემ მიჯრით სამი მატჩი ბოლოს 2009 წელს წააგო, როდესაც „ატალანტასთან“ თავკაცი იყო. მას შემდეგ მან „სიენაში“, „იუვენტუსში“, იტალიის ნაკრებში, „ჩელსისა“ და „ინტერში“ იმუშავა.
ლონდონის „ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში 22 შეხვედრაში მოპოვებული 36 ქულით მერვე ადგილზეა და 19 თებერვალს, სტუმრად „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.