ფეხბურთი

14:55 | 13.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მოლდოვა 7:0 დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის თასი გამარჯვებით დაასრულა და ბოლო შეხვედრაში მოლდოვა 7:0 დაამარცხა.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ გიორგი ჩიტაურის გუნდი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და ტურნირზე ჩატარებული 5 მატჩიდან საუკეთესო თამაში აჩვენა. მოლდოველთა კარი ორ-ორჯერ დალაშქრეს გიორგი ტაბატაძემ და ამინ კარაევმა, ხოლო თითო გოლი აკაკი გიუნაშვილის, დავით გოგიჩაიშვილისა და ლაშა გადილიას ანგარიშზეა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის თასზე 2 მატჩი მოიგო და 3 წააგო, რადგან მანამდე ისრაელის, ბელარუსისა და უზბეკეთის 17-წლამდე ნაკრებებთან წააგო (სამივე შემთხვევაში 0:3), ხოლო საფეხბურთო კლუბ მინსკის 17-წლამდე გუნდს დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოუგო.

გიორგი ჩიტაურის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება, რომელშიც 23 მარტიდან 29 მარტამდე გერმანიის, ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, თუმცა მანამდე 15 და 17 თებერვალს მონტენეგროს 17-წლამდე ნაკრებთან სტუმრად ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

მოლდოვა - საქართველო 0:7 (0:3)

საქართველო: კურტანიძე, ტაბატაძე, გიუნაშვილი, ნარიმანიძე (მაღრაძე 71), ხაჩიძე (გოგიჩაიშვილი 41), კარაევი, ალიბეგაშვილი (ალიბეგაშვილი 59), ციკოლია, პარკინაშვილი, ცეცხლაძე (გადილია 41), რობაქიძე (ლორთქიფანიძე 71)

გოლები: 0:1 გიუნაშვილი (14), 0:2 ტაბატაძე (18), 0:3 კარაევი (21), 0:4 კარაევი (41), 0:5 გოგიჩაიშვილი (42), 0:6 ტაბატაძე (53), 0:7 გადილია (65)

0.120286