ფეხბურთი

0:08 | 13.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ მდევარს 12 ქულით გაუსწრო

ლიდერი „მანჩესტერ სიტი“ აგრძელებს ტრიუმფალურ სვლას. ამჯერად მათი „მსხვერპლი“ „ნორვიჩი“ გახდა - 0:4, სტერლინგის ჰეთ-თრიქით და ფოდენის გოლით. „ქალაქელებს“ შარშანდელი ოქტომბრის შემდეგ აღარ წაუგიათ და ახლა უახლოეს მდევარ „ლივერპულს“ 12 ქულით გაუსწრეს, თუმცა მერსისაიდელებმა ორი თამაშით ნაკლები ჩაატარეს.

ერთი უსიამოვნო ამბავი მათთვის ის არის, რომ 100-მილიონიანმა შენაძენმა, გრილიშმა, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და შინ დარჩა. ბრიტანული ტაბლოიდების ცნობთ, შეიძლება ერთი თვის განმავლობაში ვეღარ ითამაშოს. სამაგიეროდ გვარდიოლამ ახალგაზრდებს მაკეიტს, დელაპსა და კაიკის მისცა სათამაშო დრო.

რალფ ჰაზენჰიუტლის „საუთჰემპტონი“ მიმდინარე სეზონში ცუდად არ ასპარეზობს და შედეგიც ნორმალური აქვს - ცხრილის შუაგულში დგას. საუთჰემპტონელებს ერთი მიღწევითაც შეუძლიათ იამაყონ: ამ სეზონში მანჩესტერის ორ გრანდთან არცერთხელ წაუგიათ. „სიტისთანაც“ და „იუნაიტდთანაც“ ოთხივე შეხვედრა ფრედ დაამთავრეს.

ამჯერად კი, ცოტა იღბლიანები რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება „ოლდ ტრაფორდიდანაც“
წამოეღოთ სამი ქულა.

მასპინძელი მანჩესტერელებიც უტევდნენ, მაგრამ რაღაც აკლდათ. მხოლოდ დე ხეამ და საჩომ აჩვენეს ხარისხანი თამაში. სწორედ ამ უკანასკნელმა გახსნა ანგარიში პირველი ტაიმის შუაში. საგოლედ მას რაშფორდმა მიაწოდა ბურთი, რომელსაც, ასევე რ დაუტოვებია კარგი შთაბეჭდილება.

მეორე ტაიმის დასაწყისში მანკუნიანელთა დაცვა „ჩავარდა“ და ადამსმა ანგარიში გაათანაბრა. ჯამში, მეორე ტაიმში „საუთჰემპტონმა“ მეტი საგოლე მომენტი შექმნა.

რალფ რანგნიკის გუნდმა უნმიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა კიდევ უფრო გაირთულა.

ფრენკ ლამპარდმა კი „ევერტონის“ დამრიგებლის როლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მერსისაიდელებმა „ლიდსს“ შინ 3:0 აჯობეს.

ინგლისი

პრემიერლიგა

25-ე ტური. 12 თებერვალი

ნორვიჩი - სიტი 0:4

ნორვიჩი. „ქეროუ როუდი“

0:1 სტერლინგი (31), 0:2 ფოდენი (48), 0:3, 0:4 სტერლინგი (70, 90)

90-ე წუთზე სტერლინგმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

ნორვჩი: განი, უილიამსი, ჰენლი, გიბსონი, აარონსი (ბაირამი 63), გილმორი, მაკლინი, ლის-მელუ (ნორმანი 63), რაშიცა, სარჯენტი (დოუელი 87), პუკი

მწვრთნელი: დინ სმიტი

სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, აკე, ზინჩენკო, ფერნანდინიო, გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა (მაკეიტი 75), ფოდენი (დელაპი 82), მაჰრეზი (კაიკი 84), სტერლინგი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: დიაში (17), სტერლინგი (90+2)

მანჩესტერი - საუთჰემპტონი 1:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“

1:0 სანჩო (21), 1:1 ადამსი (48)

მანჩესტერი: დე ხეა, შოუ, მაგუაირი, ვარანი, დალოტი, პოგბა, მაკტომინეი (ელანგა 76), სანჩო, ფერნანდეში, რაშფორდი (ლინგარდი 82), რონალდუ

მწვრთნელი: რალფ რანგნიკი

საუთჰემპტონი: ფორსტერი, პერო, სალისუ, ბედნარეკი (სტივენსი 46), უიკერ-პიტერსი, არმსტრონგი, უორდ-პროუსი, რომეუ (დიალო 90+5), ელიუნუსი (ლივრამენტო 71), ადამსი, ბროია

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: რაშფორდი (16), მაკტომინეი (31), პოგბა (85), ლინგარდი (90)ს

ბრენტფორდი - კრისტალ პალასი 0:0

უოტფორდი - ბრაიტონი 0:2

0:1 მოპე (44), 0:2 უებსტერი (82)

ევერტონი - ლიდსი 3:0

1:0 კოულმენი (10), 2:0 კინი (23), 3:0 გორდონი (78)

0.111713