ფეხბურთი

23:54 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" კოშმარული 6 წუთი

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ სენსაციური მარცხი განიცადა და „დორტმუნდს“ შანსი მიეცა, რომ ვითარება ოდნავ მაინც დაძაბოს.

იულიან ნაგელსმანის გუნდი „ბოხუმს“ ესტუმრა და სწრაფადვე რობერტ ლევანდოვსკის გოლით წინ გავიდა, მაგრამ პირველი ტაიმი მიუნხენური გიგანტისთვის კოშმარული გამოდგა, რადგან 4 გოლი გაუშვა! მათ შორის, 3 სულ რაღაც 6-წუთიან ინტერვალში. უნდა აღინიშნოს, რომ ბოხუმელებმა სტუმართა კარში ორი ძალიან ეფექტური ბურთიც შეაგდეს. „რეკორდმაისტერმა“ მეორე ნახევარში ლევანდოვსკის დუბლით ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ მეტი ვერაფერი გააწყო და მიმდინარე სეზონში მეოთხე მარცხი განიცადა - მათ შორის, ბოლო ხუთ ტურში მეორედ დამარცხდა. „ბაიერნს“ ჯერ კიდევ 9-ქულიანი უპირატესობა აქვს, მაგრამ კვირას „დორტმუნდი“ „უნიონ ბერლინს“ თუ მოუგებს, სხვაობა 6-ქულამდე შემცირდება, რაც ბუნდესლიგაში მცირე ინტრიგას ისევ დატოვებს.

ბრწყინვალე ფორმაშია „ლევერკუზენი“, რომელმაც ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და შინ „შტუტგარტი“ 4:2 დაამარცხა. „ფარმაცევტები“ 41 ქულით მესამე ადგილზე არიან, „შვაბებისთვის“ კი ეს ზედიზედ მეოთხე წაგება იყო და გასავარდნ ზონაში არიან.

საგულისხმოა, რომ ბუნდესლიგაში სამეული აშკარად გამოიკვეთა, მაგრამ მეოთხე ადგილისთვის ძალიან დიდი ბრძოლაა გაჩაღებული - შვიდ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა და ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის ძალიან დიდი ბრძოლა იქნება.

„გლადბახი“ – „აუგსბურგი“ 3:2 (1:0)

გოლები: 1:0 კონე (30), 2:0 ჰოფმანი (46), 2:0 ლაგო (55), 3:1 ბენსაბაინი (67), 3:2 ფინბოგასონი (90)

„ბოხუმი“ – „ბაიერნი“ 4:2 (4:1)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (9), 1:1 ადიეი (14), 2:1 ლოკადია (38, პენ), 3:1 გამბოა (40), 4:1 ჰოლტმანი (44), 4:2 ლევანდოვსკი (75)

„აინტრახტი“ – „ვოლფსბურგი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კრუზე (28), 0:2 ლუკებაკიო (90)

„ფრაიბურგი“ – „მაინცი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჰაკი (31), 1:1 პეტერსენი (69)

„ფიურტი“ – „ჰერტა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჰრგოტა (1), 2:0 ჰრგოტა (71), 2:1 გეხტერი (82)

„ლევერკუზენი“ – „შტუტგარტი“ 4:2 (1:0)

გოლები: 1:0 დიაბი (41), 1:1 ტომასი (49), 2:0 ადლი (52), 3:1 ვირტცი (86), 3:2 ტომასი (88), 4:2 შიკი (90)

0.238266