საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, დაძაბულ ბრძოლაში, ლონდონის „ჩელსიმ“ დამატებით დროში ბრაზილიურ „პალმეირასს“ 2:1 მოუგო და ტიტულის მფლობელი გახდა. გამარჯვების გოლი, ისევე, როგორც შარშანდელ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში, ამჯერადაც გერმანელმა კაი ჰავერცმა გაიტანა, დამთავრებამდე სამი წუთით ადრე, ოღონდ პენალტით.
ანგარიში 55-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ გახსნა. ცხრა წუთში ბრაზილიელებმა რაფაელ ვიეგას პენალტით გაათანაბრეს. თამაში დამატებით დროში გადავიდა და 117-ე წუთზე ჰავერცმა დასვა წერტილი - 2:1.
ახლა „ჩელსიმ“ ჭეშმარიტ მსოფლიო ჩემპიონად შეუძლია იგრძნოს თავი. ცხრა წლის წინათ, ამავე ტურნირის ფინალში, „არისტოკრატებმა“ ასევე ბრაზილიურ „კორინთიანსთან“ წააგეს.
ეს იყო ერთადერთი პრიზი, რომელიც „ლურჯებს“ რომან აბრამოვიჩის ეპოქაში მანამდე ვერ მოეგოთ.
ჩელსი - პალმეირასი 2:1 დ.დ.
აბუ-დაბი. „მოჰამედ ბინ ზაიედი“
1:0 ლუკაკუ (55), 1:1 ვეიგა (64 პენ), 2:1 ჰავერცი (117 პენ)
ჩელსი: მენდი, კრისტენსენი (სარი 90), ტიაგუ სილვა, რუდიგერი, ასპილიკუეტა, კანტე, კოვაჩიჩი (ზიეში 90), ჰადსონ-ოდოი (საული 77), მაუნტი (პულიშიჩი 31), ლუკაკუ (ვერნერი 76), ჰავერცი
მწვრთნელი : ტომას ტუხელი
პალმეირასი: ვევერტონი, როშა (დეივერსონი 118), გარსია, გომესი, ზე რაფაელი (ჟაილსონი 60), დუდუ (ნავარო 103), სკარპა, პიკიერესი, დანილო, ვეიგა (ატუესტა 77), რონი (უესლი 77)
მწვრთნელი: აბელ ფერეირა
მსაჯი: კრის ბიტი (ავსტრალია)
გაფრთხილება: ჰავერცი (118); უესლი (105), გარსია (115), ატუესტა (116), გარსია (120+6)
გაძევება: გარსია (120+6)