ფეხბურთი

22:53 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე, „ფულემთან“ მარცხის მიუხედავად, კმაყოფილი დარჩა თავისი გუნდით

მიუხედავად ჩემპიონშიფის ლიდერ „ფულემთან“ 0:1 მარცხისა, რომელიც „ჰალ სიტისთვის“ ზედიზედ მესამე გამოდგა, მათმა დამრიგებელმა, შოთა არველაძემ, განაცხადა, რომ კმაყოფილია და ამაყობს თავისი ფეხბურთელებით.

„ლიგის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით და ვცდილობდით გუნდურად დაგვეცვა თავი და გუნდურადვე შეგვეტია. ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

ვამაყობ ჩემი ბიჭებით. ვფიქრობ, მაყურებელმა ლამაზი, შემტევი ფეხბურთი იხილა. ამ წარმოდგენიდან ბევრი სასარგებლო მაგალითის გამოტანა შეიძლება. ახლა მთავარია ეს პოზიტივი შევინარჩუნოთ და მომავალ მატჩში, სამშაბთს, „შეფილდ იუნაიტედთან“ იმავე განწყობით და ენრგიით ვითამაშოთ.

ვფიქრობ, დღეს პრემიერლიგის დონის გუნდს დავუპირისპირდით და ფრესაც ვიმსახურებდით. ეს კი ადვილი არ არის.“ - ციტირებს ქართველი სპეციალისტის სიტყვებს BT Sports.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116075