ავტოსპორტი

22:24 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენიც“ მზადაა

„მაკლარენი“ ფორმულა 1-ის მეოთხე გუნდია, რომელმაც თავისი ახალი მანქანა წარმოადგინა. მისი სახელია MCL36 და რა თქმა უნდა, ის ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად არის შემუშავებული.

აეროდინამიკის გარდა, ახალია წინა და უკანა საკიდარი, ასევე მანქანის გარეგნული გაფორმება, რაც გუნდში ახალი სპონსორების მოსვლამ გამოიწვია. საკიდარში წინ გამწევ ბერკეტიანი სისტემაა გამოყენებული, უკან კი - მიმწოლ ბერკეტიანი.

გუნდის ტექნიკური დირექტორი ჯეიმს კი განმარტავს, რომ საკიდარის კონცეპციის შეცვლა, ახალმა რეგლამენტმა, ახალმა აეროდინამიკამ უკარნახა და გუნდმა, ინჟინერთა მოსაზრებით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი აირჩია.

ოთხი პრემიერიდან, „მაკლარენამდე“ ახალი მანქანები „ჰაასმა“ და „ასტონ მარტინმა“ გვიჩვენეს. „რედ ბულმა“ კი თავის ფერებში გაფორმებულ ის საჩვენებელი ავტომობილი წარმოადგინ, რომელიც ფორმულა 1-მა შეიმუშავა.

უოკინგელთა პილოტები კვლავაც ბრიტანელი ლანდო ნორისი ავსტრალიელი დანიელ რიკარდო იქნებიან. ნორისმა ახლახანს გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

„მაკლარენმა“ იმავდროულად, თავისი ინდიქარ-ის და იქსტრიმ E-ს პროგრამები წარადგინა, რაც ავტოსპორტის სამყაროში უპრეცედენტო შემთხვევაა.

უოკინგელები ბარსელონას ტესტებზე სწორედ ამ ავტომობილით წარსდგებიან. კიმ განაცხადა, რომ პრეზენტაციისას, გარკვეული ელემენტები არ უჩვენებიათ, თუმცა მათი ხილვა ტესტების დროს იქნება შესაძლებელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129397