ფეხბურთი

21:13 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის "ჰალმა" ზედიზედ მესამე თამაში წააგო

ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ გათამაშების ლიდერ „ფულჰემს“ უმასპინძლა და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა (0:1).

მატჩის ბედი ალეკსანდრ მიტროვიჩმა გადაწყვიტა, რომელმაც თავი 57-ე წუთზე გამოიჩინა და სეზონში 31-ე გოლი გაიტანა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა დარჩენილ დროში ვერ მოახერხა სიტუაციის შეცვლა და უქულოდ დარჩა.

მას შემდეგ, რაც „ჰალს“ არველაძე წვრთნის უკვე 4 ტური მიილია - 1 მოგება და 3 წაგება. „ვეფხვებმა“ „სუონსის“ 2:0 მოუგეს, მაგრამ მერე მიყოლებით წააგეს „პრესტონთან“ (0:1), „დერბისთან“ (1:3) და „ფულჰემთან“ (0:1). აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი მატჩიდან სამში მასპინძელი შოთას გუნდი იყო.

„ჰალ სიტის“ 32 ქულით მე-19 ადგილი უკავია და ჯერ გასავარდნ ზონას 12 ქულით უსწრებს, მაგრამ იქ მყოფ „პიტერსბროს“ ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო შეხვედრა არველაძის შეგირდებს 15 თებერვალს, სტუმრად „შეფილდ იუნაიტედთან“ ელოდებათ.

0.122396