ფეხბურთი

20:46 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი გავით აღფრთოვანებულია

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, ჟურნალისტებს თავისი გუნდის ჭაბუკი ნახევარმცველის, გავის შესახებ გაუზიარა აზრი.

„სიტუაციები როცა გავი მეტოქეს ბურთს ართმევს, ან ბურთის დაკარგვის შემდეგ პრესინგში მონაწილეობს, უბრალოდ ფანტასტიკურია. არადა, ჯერ 17 წლისაა. ერთი სიამოვნებაა მისი გაწვრთნა.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Football Espana.

გავიმ საბავშვო კარიერა „ბეტისში“ დაიწყო, თუმცა 10 წლიდან „ბარსელონას აკადემიაში გადაიყვანეს. ამჟამად, ყმაწვილური ასაკის მიუხედავად, გუნდის ლიდერად ყალიბდება.

0.132998