„ჩელსის“ ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგუ სილვამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მისთვის მნიშვნელოვანი ტურნირია.
„მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველად ვმონაწილეობ და ძალიან მინდა გავიმარჯვო. ევროპელები მას დიდად არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ბრაზილიაში და საერთოდ, სამხრეთ ამერიკაში, დიდი ინტერესით უცქერენ. ამიტომ, ჩემთვის, როგორც ჭეშმარიტი ბრაზილიელისთვის, ის მნიშვნელოვანი ტურნირია.
„პალმეირასი“ კი ბრაზილიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მათ ისტორიას პატივი უნდა ვცეთ.“ - ციტირებს სილვას სიტყვებს „ჩელსის“ ოფიციალური ვებ-გბერდი.
„ჩელსი“ – „პალმეირასის“ ფინალური მატჩი ამ წუთებში მიმდინარეობს აბუ-დაბიში.