საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2022 წლის სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ამსტერდამში, ნიდერლანდების ნაკრებს ძალიან იოლად, 72:10 მოუგო.
ლევან მაისაშვილის გუნდმა ერთი კვირის წინ მოულოდნელად პორტუგალიასთან შინ ფრედ ითამაშა და ცხადია, საქმე სარეაბილიტაციოდ ჰქონდა. თუმცა, საზომად ნიდერლანდები ნამდვილად ვერ გამოდგება, რადგან რაგბი ევროპის ტურნირში ცალსახად ყველაზე სუსტი გუნდია.
„ბორჯღალოსნებმა“ იმდენად იოლად მოიგეს, რომ თამაშის დეტალური აღწერისგან თავის შეწყენას აზრიც არ აქვს, მაგრამ იყო ხარვეზებიც - მაგალითად, ნიდერლანდებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი ქულები და საერთოდაც, პირველი ლელო მიითვალა. ამაზე სამწვრთნელო შტაბს ყურადღების გამახვილება მართებს, რადგან იყო თამაშში შეცდომები, რომელსაც ნიდერლანდების ნაკრებზე უფრო მაღალი დონის მეტოქეები ნაკლებად არ გვაპატიებენ.
მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა 12-ჯერ უწია მეტოქის ჩათვლის მოედანს და ჰეთ-თრიქი შეასრულა ოთარ გიორგაძემ. დუბლები გაიფორმეს ვასილ ლობჟანიძემ, გიორგი ჭყოიძემ და აკა ტაბუცაძე, ხოლო თითო ლელო თორნიკე ჯალაღონიას, ლუკა ჯაფარიძისა და მირიან მოდებაძის აქტივშია.
„ბორჯღალოსნებმა“ რასაკვირველია ბონუს ქულაც მიითვალეს და ორი ტურის შემდეგ 7 ქულით მეორე ადგილზე არიან, ლიდერი კი ესპანეთის ნაკრებია 9 ქულით. მოგეხსენებათ, რაგბი ევროპის ეს სეზონი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა, მაგრამ ლევან მაისაშვილის გუნდს წინა სეზონიდან უკვე პრაქტიკულად განაღდებული აქვს მსოფლიო თასის საგზური. საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის მესამე ტურში 27 თებერვალს, თბილისში, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ნიდერლანდები - საქართველო 10:72 (3:29)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყველაზე მეტად ჟურნალისტების მიკვირს!!! (რაგბის ფედერაცია აღარ მაკვირვებს!) რატომ არ წერთ არაფერს??? რატომ არ არის- ინტერვიუები, კრიტიკა... ან ანალიზი ბოლო-ბოლო??? ამ დაქცეულ ქვეყანაში ერთ-ერთი "ცოცხალი" და მეტ-ნაკლებად საამაყო სპორტის სახეობა გვქონდა- რაგბი... და ის, რაც წლების მუხლჩაუხრელმა შრომამ მოიტანა (ბ-ნი ნიჟარაძის, სორელის თუ ჰეიგის...) ასე ცუდ-უბრალოდ რატომ უნდა განიავდეს??? ისეთს განა რას ვითხოვთ??? თქვენი! უშუალო!! მოვალეობა!!! შეასრულეთ და ჩამოართვით ინტერვიუები... პრეზიდენტს, მწვრთნელს, კაპიტანს... ეს მათი მოვალეობაცაა ერთგვარი "ანგარიში ჩაგვაბარონ" გულშემატკივრებს!!! და ახსნან რეგრესის მიზეზი. ეგება ერთად ვიპოვოთ გამოსავალი?! მართლა რას ვითხოვთ ეგეთს??? არ მინდა სპორტის ეს სახეობა სხვათა დარად დაიკარგოს... არ მინდა და ჩემსავით ფიქრობს გულშემატკივართა 100%!!! მართლა აურაცხელი შრომით მოვედით აქამდე და გულსატკენია ეს ყველაფერი რაც ხდება... ასეთი გულგრილი და "აგდებული" მიდგომა სპორტისა თუ გულშემატკივრებისადმი არ შეიძლება!!!
წინა წლებში შერკინებაში მაინც ვიყავით საუკეთესოები. თითქმის ყველას ვჯაბნიდით ამ კომპონენტში, 6 ერის ზოგიერთ წარმომადგენელსაც კი. ახლა კი საერთოდ არავისთან აღარ გვაქვს უპირატესობა. თვით ნიდერლანდებთანაც კი არ გვქონია
100%!!! 6 ერის წევრებსაც და თვით ახალ-ზელანდიასაც კი ვაჯობეთ შერკინებაში მსოფლიოზე. მიუხედავათ იმისა, რომ წონაში სხვაობა აბსოლუტურად მინიმალური იყო!!!
ისე ანგარიშს და შემადგენლობას "Flashscore"-დანაც გავიგებდით...
რამდენი ხანია მატჩი დასრულდა და ერთი ნორმალური სტატია არ გვაღირსეთ!!! ევროპის (თუ მსოფლიოს არა!) ერთ-ერთმა უსუსტესმა ნაკრებმა ლელო დაგვიდო!!! როგორ დადო, რა იყო მიზეზი... რამდენჯერ დავჯარიმდით... როგორია შერკინების სტატიატიკა... დერეფნის??? არ გაკეთებულა ნორმალური არც მონახაზი. არც ანალიზი და არც შეჯამება!!! ჟურნალისტები ნუთუ ვერ ხედავთ- არათუ ადგილის ტკეპნას, არამედ რეგრესს???
Les fantasmes.
რეგრესი სახეზეა, ფედერაცია სირაქლემის პოზაშია, ასე ესპანეთთან და მითუმეტეს რუმინეთთან ვერაფერს გავხდებით..
მართალი ხარ მეგობარო... და ვაითუ მალე რუსებმაც იგივე შეძლონ რაც "ლობუშებმა"...
ამ მწვრთნელის ხელში თვის ბოლოს ვნახავთ რა დონეზეა ჩვენი ნაკრები! რუსეთთან და ესპანეთთან არის სათამაშო და ამის მერე ვისაუბროთ 6 ერზე... ეეეჰ,აღარც ის საამაყო შერკინებაა,აღარც აუტის დაჭერა,აღარც პასის დაჭერა...
ძლივს არ ვნახე სერიოზული და აზრიანი კომენტარი მწვრთნელის და ზოგადად ნაკრების თაობაზე?!!
მოგება კარგია, მაგრამ ....ბევრი კითხვაა..ვფიქრობ მძიმე დროება უდგას ნაკრებს, წლებია ტექნიკასა და ტაქტიკაში გაზრდა არ ჩანს, ფიზიკაში კი ბევრი დაგვეწია და რიგ შემთხვევებში გვჯობიან კიდეც... დარჩენილი თამაშები უკეთ გამოაჩენს ნაკრების რეალურ დონეს , რაც ჩემი აზრით არ გაზრდილა....