ედინსონ კავანი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და ინგლისურ კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ურუგვაელი ფეხბურთელი „წითელი ეშმაკების“ ძირითად შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუსთან კონკურენციის გამო ხშირად ვერ ხვდება, რის გამოც არ აპირებს ხელშეკრულების განახლებას.
სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი „მანჩესტერის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს და 54 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი, თუმცა მიმდინარე სეზონში თავი მხოლოდ ორჯერ გამოიჩინა.