საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის თასზე მეოთხე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი განიცადა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა ამჯერად უზბეკეთის 17-წლამდე ნაკრებთან ვერაფერი გააწყო - 0:3.
უზბეკები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ ორჯერ გაიტანეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს. საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის თასზე მანამდე ისრაელისა და ბელარუსის 17-წლამდე ნაკრებებთან წააგო ასევე 0:3, ხოლო საფეხბურთო კლუბ მინსკის 17-წლამდე გუნდს დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოუგო.
გიორგი ჩიტაურის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება, რომელშიც 23 მარტიდან 29 მარტამდე გერმანიის, ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
საქართველო - უზბეკეთი 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ურინბოევი (25, პენ), 0:2 კომილოვი (64), 0:3 სოლიევი (75)