ფეხბურთი

14:01 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "არასოდეს დავიჯერებ, რომ კლოპის გუნდმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეწყვიტა"

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერ ლიგის 25-ე ტურში“ ნორვიჩთან“ გასვლითი მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. „ქალაქელებს“ აღნიშნული შეხვედრის შემდგომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა აქვთ, რომელსაც „სპორტინგის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მატჩამდე „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კომენტარი სატურნირო ცხრილში თავისი გუნდის ერთ-ერთი მდევარის, „ლივერპულის“ თავარი მწვრთნელის - იურგენ კლოპის სიტყვებზე გააკეთა. კლოპმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი ​თითქოს უკვე გამოეთიშა ტიტულისთვის რბოლას.

"მე არ მჯერა მისი. არასოდეს დავიჯერებ, რომ კლოპის გუნდმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეწყვიტა. მის ადგილას ვიფიქრებდი, რომ ჩემი გუნდი თუ საჭირო ძალისხმევას გამოიჩენს, პირველ პოზიციაზე გასვლა შეეძლება. დარწმუნებული ვარ, ისიც ზუსტად ასე ფიქრობს, თორემ კონკურენტები არ ვიქნებოდით, როგორიც ახლა ვართ.

ფეხბურთი ისეთი თამაშია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამავდროულად, კლოპმა კარგად იცის, რომ მის კლუბს ბევრი, თუ არა ყველა, დარჩენილი თამაში აქვს მოსაგები.

ჩვენ შორის სხვაობა 14-16 ქულა მაინც რომ იყოს, მე ვიტყოდი, რომ კი, მათზე ცოტა უფრო ახლოს ვართ ჩემპიონობასთან. სეზონის ბოლომდე 40-მდე ქულაა დარჩენილი, ასე რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ჩვენმა გუნდებმა ბოლო წლებში აჩვენეს, რომ შეუძლიათ აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გარღვევები და საბოლოოდ გამარჯვების მიღწევა. თუ ვინმემ ერთხელ მოახერხა ამის გაკეთება, მაშინ რატომ არ შეიძლება მისი გამეორება?

ზედიზედ 14 თამაში არ წაგვიგია, თუმცა, ეს არის რეალობაა, ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავ. პრემიერ ლიგა ყველაზე სანახაობრივი ჩემპიონატია მსოფლიოში.

ამჟამად, „სიტი“ მხოლოდ ერთ თამაშზეა ორიენტირებული - შემდეგზე კი ნაბიჯ-ნაბიჯ ვიფიქრებთ. არ ვისაუბროთ იმაზე, რამდენი ქულის დაგროვება შეგვიძლია საბოლოოდ.

თუ „ბრენტფორდთან“ ან „ნორვიჩთან წავაგებთ“, ჩემპიონობას დავკარგავთ. ეს იგივე სამი ქულაა, რაც „ლივერპულთან“, „იუნაიტედთან“ ან „ტოტენჰემთან“ მატჩების წინ ძალიან ცუდი იქნება. ჩემპიონატის დასრულებამდე14 თამაში გვაქვს, ეს ყველაფერი კი ჩემპიონობაზე აისახება“, - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ 60 ქულა აქვს, დღეს კი „ნორვიჩს“ სტუმრად დაუპირისპირდებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1144