ფეხბურთი

12:09 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძეს „ჰალ სიტიში“ ახალი ასისტენტი ჰყავს

ინგლისურ „ჰალ სიტიში“ შოთა არველაძეს ახალი ასისტენტი ჰყავს - პეტერ ვან დერ ვეენი. ინფორმაცია „ვეფხვების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ პეტერ ვან დერ ვეენი ჩვენს გუნდში მოსვლას დათანხმდა. მისი ტაქტიკური ცოდნა თამაშის შესახებ და კომუნიკაცია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ძალიან ძლიერია. მოუთმენლად ველი მასთან ერთად მუშაობს და ის კლუბისთვის დიდი აქტივი იქნება“, - დაწერა ქართველმა სპეციალისტმა სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, ქართველმა სპეციალისტმა ჩემპიონშიფის ლიდერ „ფულჰემთან“ მატჩის წინ კომენტარიც გააკეთა:

„ფეხბურთში წინ უნდა იყურო. განვლილი მატჩებიდან, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიიღო. საწვრთნელი პროცესისთვის დიდი დრო არ გვქონია, რადგან თამაშებს შორის მცირე ინტერვალი იყო. „დერბისთან“ წაგებით იმედგაცრუებული ვარ, აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. ფეხბურთელებმა ვარჯიშზე კარგი რეაქცია აჩვენეს და იმედი მაქვს, რომ ამას თამაშშიც გამოავლენენ. „ფულჰემი“? თუ მათ გატანილ გოლებს, თამაშსა და ქულებს დავაკვირდებით, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ დროისთვის ლიგის საუკეთესო გუნდია. ჩემპიონშიფში ყველაზე სრულყოფილი გუნდია. არ ვიცი, რამდენი ხანია ერთად თამაშობენ, მაგრამ კარგად არიან ორგანიზებულები და ერთმანეთის ესმით, მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობენ“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, „ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში 30 თამაშში მოპოვებული 32 ქულით მე-19 ადგილზეა, „ფულჰემთან“ მატჩი კი 12 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

0.128273