ფეხბურთი

18:30 | 11.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკი დე იონგი "ბარსელონადან" წასვლას არ გეგმავს

„ბარსელონას“ ფეხბურთელ ფრენკი დე იონგს კლუბში დარჩენა სურს. Sport-ის ცნობით, ნიდერლანდელი ნახევარმცველი არ აპირებს ზაფხულში წინადადებების განხილვას და „ბლაუგრანაში“ დარჩება.

24 წლის ფეხბურთელის შესახებ აქამდე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დამდეგ ზაფხულს კლუბს დატოვებდა, დასახელდა მიუნხენის „ბაიერნის“ ვარიანტიც. თუმცა, ბოლო ცნობებით, "კამპ ნოუზე" ბედნიერია და თავის მომავალს "ბარსელონას" უკავშირებს.

შეგახსენებთ, ფრენკი დე იონგი „ბარსას“ 2019 წლის ზაფხულში ამსტერდამის „აიაქსიდან“ 86 მილიონ ევროდ შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მას შემდეგ მან ესპანურ გრანდში ჩატარებულ 120 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.

0.11699