საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შეკრებაზე ისრაელში იმყოფება, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა.
ვასილ მაისურაძის გუნდმა მასპინძელთა ძლევა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. მატჩის გმირი 18 წლის ლუკა წულუკიძე გამოდგა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„საბურთალოსა“ და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემტევმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა, ხოლო შემდეგ ორი გოლი ისრაელის ნაკრებმა გაიტანა და დაწინაურდა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა წულუკიძის შეჩერება ვეღარ მოახერხეს, მან 61-ე და 77-ე წუთებზე გამოიჩინა თავი და საქართველომ 3:2 მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ისრაელის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებს 13 თებერვალს კიდევ ერთხელ გაეჯიბრება.
ისრაელი - საქართველო 2:3 (2:1)
გოლები: 0:1 წულუკიძე (1), 1:1 გენისი (19), 2:1 ლუგასი (21), 2:2 წულუკიძე (61), 2:3 წულუკიძე (77)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ღმერთმა დალოცოს ცხოვრებაში ლაშა ფირცხალაიშვილი !!! მაგრამ , მერამდენედ ვკითხულობ , ვინ არის ეს კაცი და რა ქნა ასეთი ფეხბურთში , ან მწვრთნელობაში რით გამოირჩა , რომ 19 წლამდელები ჩააბარეს ?!
რა ვიცი ზოგიერთები იძახიან მაგარი შევსება მოდისო, რეალურად კი კალათბურთისა არ იყოს ყველა ასაკობრივი ნაკრები დამარცხებებში ეჯიბრებიან ერთმანეთს, მე რამდენ თამაშსაც ვადევნე თვალი ვინანე , განვიცადე უსუსურობა ჩვენი ახალგაზრდების, ძალიან ბევრი უნარი ვერ დავინახე, არასწორედ მიდის მათი აღზრდა განვითარება, დავითაშვილი გაიბრალტართან ძალიან არ მომეწონა.....