„ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ბრუკლინ ნეტსის“ კაპიტნებმა - შესაბამისად, ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა 2022 წლის NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის, გუნდები სრულად დააკომპლექტეს. საბოლოო ნუსხა დღეს, NBA-ს ყველა ვარსკვლავის დრაფტის პრეზენტაციაზე გაირკვა.
ჯეიმსმა და დურანტმა შეადგინეს გუნდების სია თითოეულ კონფერენციაზე დამწყებ და რეზერვებად შერჩეული მოთამაშეების ჯგუფიდან. ორმა კაპიტანმა აირჩია დამწყები მოთამაშეები - პირველ რაუნდში და რეზერვები - მეორე რაუნდში.
გამომდინარე იქიდან, რომ გულშემატკივრებმა კაპიტნების არჩევისას ყველაზე მეტი ხმა ლებრონ ჯეიმსს მისცა, სწორედ მას მიენიჭა პირველი არჩევის უპირატესობა. 36 წლის სუპერვარსკვლავმა ეს უპირატესობა იანის ანტეტოკუმპოს მიტაცებისთვის გამოიყენა და ბერძენი კალათბურთელი თავის გუნდში დაიბევა. დურანტმა პირველი არჩევანი მეორე რაუნდში გააკეთა. კაპიტნები ყოველ რაუნდში ცვლიდნენ არჩევანს, დურანტმა მიიღო ბოლო ორი არჩევანი პირველ რაუნდში, რომელშიც რვის ნაცვლად ცხრა მოთამაშე იყო ტეიტუმის დამატების გამო.
ლებრონის (დასავლეთ კონფერენციის გუნდი) შემდეგნაირია:
იანის ანტეტოკუმპო - „მილუოკი ბაქსი“
სტეფ კარი - „გოლდენ სტეიტი უორიორსი“
დემარ დეროზანი - „ჩიკაგო ბულსი“
ლებრონ ჯეიმსი - „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ (კაპიტანი)
ნიკოლა იოკიჩი - „დენვერ ნაგეტსი“
სათადარიგოთა სკამი:
ჯიმი ბატლერი - „მაიამი ჰიტი“
ლუკა დონჩიჩი - „დალას მავერიქსი“
დარიუს გარლანდი - „კლივლენდ კავალიერსი“
ჯეიმს ჰარდენი - „ბრუკლინ ნეტსი“
დონოვან მიტჩელი - „იუტა ჯაზი“
კრის პოლი - „ფინიქს სანსი“
ფრედ ვანვლიტი - „ტორონტო რეპტორსი“
აღსანიშნავია ისიც, რომ ლებრონ ჯეიმსი ALL STAR-ში ზედიზედ მე-18-ედ ითამაშებს და კობი ბრაიანტის რეკორდს გაიმეორებს.
ლებრონმა, რომელმაც NBA-ის კარიერა 2003 წელს „კავალიერსში“ დაიწყო ყველა ვარსკვლავის მატჩში 2005 წლიდან მოყოლებული თამაშობს. ის ALL STAR-ის MVP 3-ჯერ 2006, 2008 და 2018 წელს გახდა. პირველ გუნდში 2006, 2008-2018 და 2020 წელს მოხვდა, ხოლო მეორეში 2005, 2007 და 2021. ერთადერთხელ იყო მესამე გუნდში 2019 წელს.
დურანტის (აღმოსავლეთ კონფერენციის“ გუნდი:
კევინ დურანტი - „ბრუკლინ ნეტსი“ (კაპიტანი)
ჯოელ ემბიდი - „ფილადელფია“
ჯა მორანტი - „მემფის გრიზლისი“
ჯეისონ ტეიტუმი - „ბოსტონ სელტიკსი“
ენდრიუ უიგინსი - „გოლდენ სტეიტი უორიორსი“
ტრეი იანგი - „ატლანტა ჰოუკსი“
სათადარიგოთა სკამი:
ლამელო ბოლი - „შარლოტ ჰორნეტსი“
დევინ ბუკერი - „ფინიქს სანსი“
რუდი გობერტი - „იუტა ჯაზი“
ზაკ ლავინი - „ჩიკაგო ბულსი“
კრის მიდლტონი - „მილუოკი ბაქსი“
დეჟუნტე მიურეი - „სან ანტონიო სპურსი“
კარლ ენტონი თაუნსი - „მინესოტა ტიმბერვულვსი“
რაც შეეხება დურანტს, კევინი ALL STAR-ში მე-11-ედ მიიღებს მონაწილეობას. 33 წლის ამერიკელმა ყველა ვარსკვლავის მატჩში აქამდე 2010-2019, 2021 წლებში ითამაშა.
NBA All-Star-ის თამაშის ფორმატის ფარგლებში, ორი გუნდი იბრძვის ყოველი მეოთხედის მოსაგებად მათი შესაბამისი ბენეფიციარებისთვის. სულ 750,000 დოლარი გადაეცემა ორ ორგანიზაციას NBA All-Star თამაშის მეშვეობით. თითოეული ორგანიზაცია დაიწყებს NBA-ს ყველა ვარსკვლავის თამაშს 150 000 დოლარიანი კონტრიბუციით. ყოველი პირველი სამი პერიოდის გამარჯვებულს, 100 000 დოლარი გადაეცემა და გუნდი მის მიერ შერჩეულ ორგანიზაციას დაეხმარება.
NBA All-Star თამაშის გამარჯვებულის მიერ შერჩეული ორგანიზაცია დაჯილდოვდება 150 000 დოლარით. გამარჯვებული იქნება პირველი გუნდი, რომელიც მიაღწევს (ან გადააჭარბებს) საბოლოო სამიზნე ქულას. მაგალითად, თუ გუნდის ჯამური ქულა პირველი სამი მეოთხედის შემდეგ არის 100, საბოლოო სამიზნე ქულა იქნება 124 (100 + 24). მეოთხე მეოთხედში არ იქნება განსაზღვრული დრო. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში - 124 ქულას პირველი დააგროვებს.
აქვე გეტყვით, რომ ლებრონის გუნდს „ფინიქს სანსის“ მთავარი მწვრთნელი მონტი უილიამსი გაწვრთნის, ხოლო დურანტის გუნდს „მაიამის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა უხელმძღვანელებს. თავად აღმოსავლეთ კონფერენციის კაპიტანი - კევინ დურანტი კი თამაშს ტრავმის გამო ვერ შეძლებს.
NBA-ს 71-ე ყველა ვარსკვლავის მატჩში 20 თებერვალს, კლივლენდში ჩატარდება და მას 215 ქვეყანაში 59 ენაზე გააშუქებენ.