ფეხბურთი

2:40 | 11.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის 90 წუთი და "ვალენსიას" ფრე "სან მამესზე"

ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ვალენსია“ სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდა და გიორგი მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა.

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, ქართველ მეკარეს კი გაშვებულ გოლში არანაირი ბრალი არ მიუძღვის. რაულ გარსიამ მისი კარი ძალიან ახლო მანძილიდან დალაშქრა. გიორგის ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია, მის კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს და ერთი სეივი მიითვალა. სამაგიეროდ, გამოსვლებზე საკმაოდ დამაჯერებელი იყო.

ხოსე ბორდალასის გუნდმა მეორე ტაიმში უგო დუროს გოლით გაათანაბრა და საპასუხოს მატჩის წინ, რომელსაც საკუთარ მოედანზე გამართავს, სასურველ ფრეს მიაღწია.

აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა „მესტალიაზე“ 3 მარტს გაიმართება, ლა ლიგაში კი „ვალენსია“ 13 თებერვალს, „ალავესს“ ესტუმრება.

0.080303