კალათბურთი

0:44 | 11.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმს ჰარდენი "ფილადელფიაში" გადავიდა

ჯეიმს ჰარდენი კარიერას „ფილადელფიაში“ გააგრძელებს. „ბრუკლინ ნეტსმა“ მასთან ერთად „ფილაში“ პოლ მილსეპი გაუშვა, ხოლო სანაცვლოდ სამი კალათბურთელი მიიღო.

„ნეტსში“ გადავიდნენ ბენ სიმონსი, სეტ კარი და ანდრე დრამონდი. გარდა ამისა, „ბრუკლინი“ მიიღებს პირველი რაუნდის ორ პიკს.

შეგახსენებთ, ჯეიმს ჰარდენმა NBA-ს მიმდინარე სეზონში 44 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ თამაშში 22.5 ქულას, 8 მოხსნასა და 10.2 აგროვებს. ის „ნეტსის“ წევრი 2021 წლის იანვარში გახდა, ხოლო მანამდე 8.5 წლის განმავლობაში „ჰიუსტონის“ ღირსებას იცავდა.

0.120026