ფეხბურთი

22:23 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ ინჯგიას სადებიუტო და გამარჯვების გოლი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

ნიქოზიის „აპოლონის“ ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ინჯგიამ კვიპროსის ჩემპიონატში სადებიუტო, თანაც, გამარჯვების გოლი გაიტანა. 21 წლის შემტევმა აელ-ის წინააღმდეგ შეძლო თავის გამოჩენა.

„აპოლონი“ მეტოქეს ვერ ამარცხებდა, 75-ე წუთზე მოედანზე ინჯგია გამოჩნდა, ხოლო 90-ე წუთზე თავური დარტყმით მოახერხა გატანა და მატჩის ბედი მისმა გოლმა გადაწყვიტა - 2:1.

ინჯგია, რომელიც „აპოლონს“ ზაფხულში „თელავიდან“ შეუერთდა, ნიქოზიელთა სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-10 თამაშში 2 გოლია მის ანგარიშზე (მანამდე, კვიპროსის თასზე გაიტანა).

„აპოლონი“ 44 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ „არისს“ 8 ქულთ უსწრებს. ნიქოზიელები მომდევნო ტურში 15 თებერვალს, „პაეეკს“ ესტუმრებიან.

0.127335