ფეხბურთი

20:10 | 10.02.2022 | ნანახია 0 - ჯერ

ჰოლანდისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ბარსელონაა"

„დორტმუნდის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონას“ მთავარი სამიზნე იქნება.

როგორც Sport-ი წერს, კატალონური გრანდი ყველანაირად ეცდება, რომ ივნისში ნორვეგიელი ფეხბურთელი გადაიბიროს. ჰოლანდს აქამდე მადრიდის „რეალსაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ წყაროს თანახმად, „სამეფო კლუბმა“ უკან დაიხია.

ფლორენტინო პერესის აქცენტს კილიან მბაპეზე აკეთებს და ურჩევნია თავის გუნდში ფრანგი შემტევი იხილოს, ამიტომაც, 21 წლის ჰოლანდის ტრანსფერზე მუშაობა შეჩერებულია, რაც ცხადია, „ბარსელონას“ შანსს უზრდის.

„ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ერლინგის აგენტ მინო რაიოლასთან. ჰოლანდს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მასში დევს პუნქტი, რომლის საფუძველზეც კლუბის დატოვება 2022 წლის ზაფხულში 75 მილიონ ევროდ შეუძლია.

შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდმა“ 2020 წლის იანვარში ავსტრიული „ზალცბურგიდან“ დაიმატა და მას შემდეგ ნორვეგიელმა გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 79 მატჩში 80 გოლი გაიტანა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:36 | 26.05.2017
BATIGOLI 9. (4375)

უკანასკნელი გლადიატორი!

19:27 | 26.05.2017
Madness (331)

და შემდეგ ამერიკისკენ აიგებს გეზს

13:03 | 26.05.2017
ბაგი-რეი (2264)

კვეკვესკირზე დავწერ ორიოდე სიტყვას. ტრანსფერმარკეტის მონაცემებზე დაყრდნობით ვწერ რომ 10.3 მილიონიანი აზერბაიჯანის მოწინავე გუნდიდან გადავიდა 9.5 მილიონიანი საშუალო დონის ყაზახურ გუნდში.
ჩემი აზრით რეგრესი არ არის. პირიქით, უკეთეს ჩემპიონატში გადავიდა და თუ მოინდომებს მეტადაც განვითარდება. დიდად არა მაგრამ...

12:36 | 26.05.2017
ტორნადო (128)

ედიდესი მოვლენა ფეხბურთის ისტორიაში

0.069854