იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის ფეხბურთელებს იტალიის თასის მეოთხედფინალში „ინტერთან“ მატჩის შემდეგ მიმართა.
Corriere Dello Sport-მა გამოაქვეყნა ის სიტყვები, რომლითაც პორტუგალიელმა ფეხბურთელებს გასახდელში მიმართა და მოუწოდა, რომ თუ ამ დონეზე თამაშის ეშინიათ, მაშინ სერია C-ში წავიდნენ.
„მინდა ვიცოდე, რატომ ჩანხართ დიდ გუნდებთან ბოლო ორი წლის განმავლობაში, როგორც პატარები (იგულისხმა, რომ "რომამ" ბოლო წლებში უშუალო კონკურენტებთან ლამის ყველა მატჩი წააგო - რედ). თუ პატარები ვართ, მსაჯები ისე გვექცევიან, როგორც ბავშვებს, ისინი „რომას“ პატარა ბავშვებივით ექცევიან.
გეშინიათ ასეთი მატჩების? მაშინ, წადით და სერია C-ში ითამაშეთ, სადაც არასდროს მოგიწევთ დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ, დიდ სტადიონებსა და დიდი ზეწოლის ქვეშ თამაში. თქვენ „კვერცხები“ არ გაქვთ, რაც კაცებისთვის ყველაზე ცუდია“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, „რომა“ იტალიის თასიდან „ინტერთან“ მარცხის (0:2) შემდეგ გავარდა, სერია A-ში კი 24 ტურის შემდეგ მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა.