ნიდერლანდებში გამგზავრებამდე ბორჯღალოსნებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც გელა აფრასიძემ მზადების პროცესსა და მომავალი თამაშის მოლოდინებზე ისაუბრა:
„პორტუგალიის ნაკრებთან ბევრი შეცდომა დავუშვით და ამან შედეგზე იმოქმედა. ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ და იმედი გვაქვს შემდეგ შეხვედრას უკეთ ჩავატარებთ. ჩვენი მიზანია, რომ ნიდერლანდებთან ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ, ბონუსით მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ“.
ბორჯღალოსნები 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩს ამსტერდამში, საქართველოს დროით 16:15 საათზე გამართავენ.
RUGBY.GE