ფეხბურთი

12:54 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" ბრაზილიელი შემტევი დაიმატა

გორის "დილამ" შემტევი ნახევარმცველი ალვარო ლუის ტავარეს ვიეირა დაიმატა. 26 წლის ბრაზილიელი გუნდს თურქეთში უკვე შეუერთდა, კონტრაქტი გააფორმა და დებიუტისთვის ემზადება.

ალვარო ტავარესი ,,დილას" უკრაინული პრემიერლიგის კლუბ "ლვოვიდან" დაემატა, რომლის რიგებშიც სამი სეზონის განმავლობაში გამოდიოოდა. მან ამ კლუბში 71 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით ამ ეტაპზე უცნობია.

ტავარესმა საფეხბურთო კარიერა ბრაზილიაში 2017 წელს დაიწყო, როდესაც “უნიავო მოჯიში“ გამოდიოდა და 21 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა. 2018-ში კი ასევე ბრაზილიურ კლუბ „ატლეტიკო მონტე აზულში“ თამაშობდა. იმავე წელს „ფრანკანაში“ 5 მატჩი ჩაატარა“. მისთვის პირველი უცხოური კლუბი უკრაინული „ლვივი“ იყო, შემდეგ კი აზერბაიჯანულ „კეშლაში“ გამოდიოდა, სადაც იჯარით გადავიდა.

0.11589