ფეხბურთი

10:24 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუმ ისევ დუბლი შეასრულა

იტალიის თასის მეოთხედფინალში „მილანმა“ რომის „ლაციოს“ უმასპინძლა, 4:0 გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა.

24-ე წუთზე ანგარიში რაფაელ ლეაუმ გახსნა, 41-ზე ოლივიე ჟირუმ გამოიჩინა თავი. შესვენებამდე მან კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და დუბლი შეასრულა. 70-ე წუთზე კი ფრანკ კესიემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჟორუმ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი. მანამდე 35 წლის ფრანგმა სერის A-ს 24-ე ტურში, 5 თებერვალს, მილანურ დერბიში, სამი წუთის განმავლობაში „ინტერს“ ორჯერ გაუტანა და თავისიანებს 2:1 მოაგებინა.

0.119155