კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში ნიქოზიის „აპოელი“ „პაეეკს“ ესტუმრა და დამაჯერებლად, 3:1 იმარჯვა, ერთი გოლი კი თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 29-ე წუთზე პენალტით დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. ოქრიაშვილი 46-ე წუთზე შეცვალეს, მის ნაცვლად თამაშში გიორგი ქვილითაია ჩაერთო, რომელსაც ამჯერად გოლი არ გაუტანია. ასევე, 46-ე წუთიდან ითამაშა მურთაზ დაუშვილმა. აქვე გეტყვით, რომ თორნიკემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-14 შეხვედრაში მეორე გოლი მიითვალა.
ნიქოზიის „აპოელმა“ ამ გამარჯვებით 33 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 14 თებერვალს, შინ ლარნაკას აეკ-თან გამართავს.