ფეხბურთი

20:44 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის თასზე ზედიზედ მეორე თამაში წააგო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკის თასზე ასპარეზობს, მაგრამ წარუმატებლად. გიორგი ჩიტაურის გუნდმა მეორე შეხვედრა ჩაატარა და ისევ უშანსოდ დამარცხდა - ამჯერად, მასპინძელ ბელარუსის ნაკრებთან.

ბელარუსი ფეხბურთელები დასაწყისშივე, მეოთხე წუთზე ალექსეი კოჟანოვსკის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო ტაიმის მიწურულს ივან აგეევმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მან მეორე ტაიმის სტარტზე დუბლიც მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

შეგახსენებთ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბელარუსამდე პირველ ტურში ისრაელის ნაკრებთანაც წააგო და მაშინაც 0:3, ხოლო მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს, საფეხბურთო კლუბ „მინსკის“ 17-წლამდე გუნდთან გამართავს.

ბელარუსი - საქართველო 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 კოჟანოვსკი (4), 2:0 აგეევი (35), 3:0 აგეევი (46)

0.067605