მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ შესაძლოა „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი გამოტოვოს.
ფრანგ ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმა აქვს და გუნდთან ერთად ვარჯიში ჯერაც არ დაუწყია. Marca-ს ცნობით, საეჭვოა, რომ ბენზემამ პსჟ-სთან მატჩამდე გამოჯანმრთელება მოასწროს.
მიმდინარე სეზონში კარიმმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, „რეალი“ - პსჟ-ს პირველი მატჩი 15 თებერვალს პარიზში, ხოლო საპასუხო 9 მარტს, მადრიდში გაიმართება.