ინგლისის პრემიერლიგაში მოჩაუქე ალჟირელ კარიმ მაჰრეზის დიდი იმედი კი ჰქონდა, რომ მისი მშობლიური ნაკრები აწდასრულებულ აფრიკის თასზეც წინა ჩემპიონატის მსგავსად იჩემპიონებდა, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და ალჟირის ეროვნული გუნდი ნაადრევად დაემშვიდობა კამერუნში გამართულ “შავი კონტინენტის“ პირველობას.
ამის მიუხედავად, ბოლო ორი კვირა მაჰრეზისცხოვრებში მაინც ბედნიერად შევა, რადგან მალდივებზე მონარნარე კარიმის გულისსწორმა, მოდელმა ტეილორ უორდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლახანს ორსულობა დაუდასტურდა და სულ მალე მაჰრეზი მამა გახდება, რაც მაღრიბელი ფეხბურთელის დიდი ხნის ოცნება იყო.
ფეხბურთელის ბედნიერება სათანადოდ გაიგო და შეაფასა კარიმ მაჰრეზის ამჟამინდელი კლუბის, “მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ. ალჟირის ნაკრების აფრიკის თასიდან გამოვარდნის შემდეგ, მობურთალს ერთკვირიანი შვებულება და სატრფოსთან ერთად ტალღებზე ლივლივის შესაძლებლობა მაინც მისცეს, რაც შუა საფეხბურთო სეზონში დიდი შვებაა.