კალათბურთი

10:55 | 9.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 4 ქულა და 7 მოხსნა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ვილნიუსის „რიტასს“ უმასპინძლა და 89:75 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა აღნიშნული შეხვედრაში 19:57 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 4 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 6-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ D ჯგუფს სამი ტურის შემდეგ სამი გამარჯვებით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 9 მარტს, „შომბატელისთან“ გამართავს.

0.134133