ფეხბურთი

1:53 | 9.02.2022 | ნანახია 1431 - ჯერ

შოთა არველაძის "ჰალ სიტიმ" ზედიზედ მეორე თამაში წააგო

ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ „დერბი ქაუნთის“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. შედეგად, ქართველი სპეციალისტის გუნდმა მიჯრით მეორე მარცხი განიცადა.

„დერბის“ უეინ რუნი ავარჯიშებს და ლეგენდარული ინგლისელის გუნდმა მეტოქეს პრაქტიკულად ყველაფერში აჯობა, 47-ე წუთისთვის 3:0-საც ამარცხებდა, „ჰალმა“ მხოლოდ ის მოახერხა, რომ პრესტიჟის გოლი გაიტანა.

48 წლის ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ჰალმა“ მესამედ ითამაშა. თავიდან იყო „სუონსთან“ მოგება (2:0), ამას კი ორი მარცხი მოჰყვა „პრესტონთან“ (0:1) და ახლა „დერბისთან“.

„ჰალ სიტი“ 30 თამაშში მოპოვებული 32 ქულით მე-19 ადგილზეა, თუმცა, გავარდნის საშიშროების წინაშე ჯერ ნამდვილად არ დგას, რადგან სახიფათო ზონას 12 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში არველაძის შეგირდები 12 თებერვალს საკუთარ მოედანზე ჩემპიონშიფის ლიდერ „ფულჰემს“ შეხვდებიან.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:57 | 09.02.2022
xarcho (185)

სამარცხვინოდ თამაშობენ. ნახევარდაცვა საერთოდ არ იყო. ან აზრზე არაა რა უნდა ქნას, ან ექსპერიმენტირებს მოთამაშეებით და შედეგზე მწარედ მოქმედებს ეგ ამბავი.

0.138986