ფეხბურთი

21:10 | 8.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი "რეალთან" პირველ მატჩს გამოტოვებს

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ნეიმარი მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ L’Equipe იტყობინება.

ბრაზილიელი თავდამსხმელი აგრძელებს აღდგენით პროცესს, მაგრამ „სამეფო კლუბთან“ სათამაშოდ მზად ვერ იქნება და მანამდე ლიგა 1-ში რენთან მატჩსაც გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა პსჟ-ს რიგებში 14-ჯერ ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ფრანგული გუნდისა და „რეალის“ შეხვედრა 15 თებერვალს პარიზში, 9 მარტს კი მადრიდში გაიმართება.

0.128503