„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერად კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა არცთუ სანახაობრივი, მაგრამ დაძაბული გამოდგა და უკრაინელებმა მოიგეს. ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც ვლადისლავ კულაჩის აქტივშია. მან თბილისელთა კარი 21-ე წუთზე დალაშქრა.
„დინამო თბილისმა“ თურქეთში უკვე მეოთხედ ისპარინგა და ჯერ არ მოუგია - 2 ფრე, 2 წაგება. კიევის „დინამომდე“ კახა ცხადაძის გუნდი „ლვოვს“ (0:0), „ნაპრედაკსა (1:1) და რაზგრადის „ლუდოგორეცს“ (0:1) დაუპირისპირდა.
„დინამო თბილისი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 10 თებერვალს, მოსკოვის „დინამოსთან“ ჩაატარებს.