ფეხბურთი

19:25 | 8.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი: "კვარაცხელია სათამაშო ტონუსში არაა და გასაგებია, რატომ ვერ გამოიყენა მომენტები"

ყაზანის „რუბინის“ რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა და „დინამო ბათუმმთან“ (2:2) მოედანზე 45 წუთი გაატარა. 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სამ ეპიზოდში რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა და ზოგადად, „რუბინს“ შეტევების დაგვირგვინება უჭირს.

ნამატჩევს ლეონიდ სლუცკიმ ამ პრობლემაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ხვიჩას 2 თვე არ უთამაშია და ჯერ არ არის ფორმაში.

„კვარაცხელიას დიდი პაუზა ჰქონდა, დეკემბრის შემდეგ პირველი მატჩი ითამაშა. თითქმის ორი თვის განმავლობაში არ იყო სათამაშო ტონუსში, ამიტომ, აქ მიზეზები უფრო გასაგებია, თუ რატომ ვერ გამოიყენა მომენტები, სხვების შემთხვევაში კი ეს ნაკლებად ნათელია. ახლა საკმაოდ რთულია შეფასება, რატომ ვერ ვიყენებთ საგოლე მომენტებს“, - თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, ყაზანის „რუბინი“ თურქულ შეკრებაზე სპარინგებს კიდევ ჩაატარებს, სეზონს კი 28 თებერვალს, „ზენიტთან“ მატჩით განაახლებს. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 17 მატჩი, 1 გოლი და 3 საგოლე პასია.

0.109823