ფეხბურთი

18:42 | 8.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმს" განელი ფეხბურთელი შეუერთდება

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ განელი ცენტრალური მცველი აბრაჰამ ფრიმპონგი დაიმატა. ინფორმაცია აჭარული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, ის გუნდს თურქულ შეკრებაზე 9 თებერვალს შეუერთდება, დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფრიმპონგის კარიერა იტალიური „ვიჩენცას“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ კი 6 წლის განმავლობაში სერბული გუნდების, „ვოივოდინას, „ნაპრედაკისა“ და „ცრვენა ზვეზდას“ ღირსებას იცავდა, 2018-2021 წლებში „ფერენცვაროშში“ ითამაშა, ბოლოს კი საუდის არაბეთში „ალ აინის“ წევრი იყო. მას „ცრვენა ზვეზდაში“ 33 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, „ფერენცვაროშში“ კი, სადაც გიორგი ხარაიშვილისა და ლაშა დვალის თანაგუნდელი იყო, 55 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

0.169879