ფეხბურთი

18:00 | 8.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძის მეექვსე გოლი ავსტრალიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ავსტრალიის ჩემპიონატში ბექა მიქელთაძე შედეგიან თამაშს აგრძელებს და მორიგი გოლი გაიტანა. „ნიუკასლ ჯეტსის“ თავდამსხმელმა ამჯერად „მელბურნ სიტის“ გაუტანა.

მიქელთაძემ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მეტოქის კარში გოლი 59-ე წუთზე პენალტით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მან ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. მთლიანობაში 7 თამაშში 6 გოლია ბექას ანგარიშზე და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.

„ნიუკასლ ჯეტსმა“ „მელბურთან“ 2:4 წააგო და 8 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 12 თებერვალს, სტუმრად „მელბურნ ვიქტორის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13651