დინამო თბილისმა საფეხბურთო კლუბ საბურთალოსთან ნიკა მალის გამოსყიდვის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. მარჯვენა მცველი დინამოს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა.
ნიკა მალი საბურთალოს საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და პროფესიული საფეხბურთო კარიერაც აღნიშნულ კლუბში დაიწყო. მალიმ თბილისურ კლუბთან ერთად სამივე შიდა ტურნირი - ეროვნული ლიგა (2018), საქართველოს თასი (2019, 2021) და საქართველოს სუპერთასი (2020) მოიგო. ამასთან ერთად მან გუნდთან ერთად ევრო ტურნირებზეც იასპარეზა.
რაც შეეხება ნიკა მალის სანაკრებო კარიერას, მარჯვენა მცველს საქართველი 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებებში 10-10 მატჩი გამართული. 2020 წელს კი, მან ერთი შეხვედრა ეროვნული გუნდის შემადგენლობაშიც გამართა.