ფეხბურთი

15:16 | 8.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის „დინამო“ „რუბინს“ დაუზავდა (+VIDEO)

საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის „დინამო,“ თურქეთში წინასასეზონო მზადებას აგრძელებს. დღეს, 8 თებერვალს, ზღვისპირელთა მეტოქე ყაზანის „რუბინი“ გახლდათ. მატჩი ბელეკში გაიმართა და 2:2 დასრულდა.

პირველ ტაიმში ყაზანელებს მცირე ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ გოლი არ გასულა. ანგარიში მე-60 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გახსნა პენალტით. ხუთ წუთში 11-მეტრიანი უკვე დინამოელთა კარში დაინიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა გერმან ონუგხამ.

მალევე „რუბინი“ კირილ კლიმოვის გოლით დაწინაურდა. თუმცა, 88-ე წუთზე ჯიღაურმა ისევ გამოიჩინა თავი, კარიდან გამოსულ მეკარე ნიკიტა მედვედევს ბურთი გადაატარა და დუბლი მიითვალა. საბოლოოდ - 2:2.

„რუბინის“ რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ტაიმი ითამაშა, აქტიურიც იყო და მატჩის საწყის 7 წუთში ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა. ჯერ ახლო მანძილიდან, როცა თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, კარს ააცილა, მერე კი ლაზარე კუპატაძემ და ძელმა ერთობლივად იხსნეს ბათუმელები. აღსანიშნავია. რომ მოსამზადებელ ეტაპზე ეს ხვიჩას პირველი მატჩი იყო.

„დინამო ბათუმი“ მორიგ ამხანაგურ მატჩს 11 თებერვალს, უკრაინულ „ლვოვთან“ გამართავს, ყაზანის „რუბინი“ კი მესამე შეკრებას დაიწყეს, სადაც პირველი სპარინგი „კრილია სოვეტოვთან“ ექნება.

0.116379