„ჩელსი“ მაუნტს კონტრაქტს გაუგრძელებს და ხელფასს მოუმატებს
„ჩელსი“ ნახევარმცველ მეისონ მაუნტთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
მაუნტის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება. მხარეები უახლოეს ხანში დასხდებიან და ხანგრძლივი ხელშეკრულების თაობაზე ისაუბრებენ. ასევე დღის წესრიგშია ხელფასის გაზრდაც.
მაუნტი „ჩელსის“ აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2019 წლიდან თამაშობს.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან 21 მატჩი ჩაატარა, 7 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.