სენეგალის ნაკრების ფეხბურთელმა სადიო მანემ განაცხადა, რომ მისთვის აფრიკის თასი უფრო ღირებული ტიტულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა.
„ეს არის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე და საუკეთესო თასი. მოვიგე ჩემპიონთა ლიგა და სხვა ტიტულები, მაგრამ ეს ჩემთვის განსაკუთრებულია და უფრო მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ საკუთარი თავის, ჩემი ხალხისა და მთელი ჩემი ოჯახისთვის.
როცა პირველი პენალტი ვერ გავიტანე, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო, მაგრამ თანაგუნდელები ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს: „სადიო, ჩვენ ერთად ვმარცხდებით და ერთად ვიგებთ. ჩვენ გიცნობთ, ჩვენთვის ბევრი რამ გააკეთე“. ამან გამაძლიერა და ვფიქრობ, რომ მეორე პენალტი განსხვავებულად შევასრულე“, - თქვა მანემ.
შეგახსენებთ, რომ სადიო მანემ ეგვიპტესთან ფინალში მატჩის მე-7 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ თერთმეტმეტრიანების სერიაში გადამწყვეტი პენალტი ზუსტად შეასრულა. მან აფრიკის თასზე 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აქვე გეტყვით, რომ სენეგალის ნაკრები აფრიკის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.