საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცუდი სერია გრძელდება და ამჯერად პირველივე წრეში როტერდამის ტურნირს გამოეთიშა.
რეიტინგის 21-ე ნომერი ქართველი ჩოგბურთელი მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდა (49-ე ნომერი) და ორ სეტში, 3:6, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა მხოლოდ საათსა და 7 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
ბასილაშვილმა პირველ სეტში 1 ბრეიკი გაახერხა, მაგრამ სამაგიეროდ, მისმა მეტოქემ იგივე ორჯერ გააკეთა, ხოლო მეორე სეტში მაკდონალდმა ორი უპასუხო ბრეიკი მიითვალა და გამარჯვება იოლად მოიპოვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს გასული წლის 25 ოქტომბრის შემდეგ გამარჯვება არ მოუპოვებია. მას შემდეგ 29 წლის ჩოგბურთელმა ერთეულთა თანრიგში ზედიზედ მერვე შეხვედრა წააგო, წყვილებსაც თუ მივათვლით, შედეგი უარესია - მიჯრით 10 მარცხი.