იტალიური „ბრეშას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფილიპო ინძაგი დაითხოვეს. ლომბარდიული კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება „კოზენცასთან“ უგოლო ფრის შემდეგ მიიღო.
„ბრეშა“ სერია A-ს გადასასვლელად იბრძვის, მესამე ადგილზეა და ლიდერ „ლეჩეს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ბოლო ხუთ ტურში 3 ფრის (2 მოგება) გამო ინძაგის კარისკენ მიუთითეს.
შეგახსენებთ, რომ ფილიპო ინძაგის სამწვრთნელო კარიერაში „ბრეშას“ გარდა, „მილანში“, „ვენეციაში“, „ბოლონიასა“ და „ბენევენტოში“ უთამაშია.