მიუნხენის „ბაიერნს“ მანუელ ნოიერი გამოაკლდა, რომელსაც მუხლის სახსარზე ოპერაცია გაუკეთდა.
სავარაუდოდ, 35 წლის მეკარე მოედანზე 6 კვირის განმავლობაში ვერ გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გუნდს ვერ დაეხმარება.
მიმდინარე სეზონში გერმანელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, მთლიანობაში კი „ბაიერნის“ მაისურით 2011 წლიდან დღემდე 462-ჯერ აქვს ნათამაშები.