NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდმა“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და „მეინ სელტიკსი“ 111:97 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა 14 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 6 ქულით, 6 მოხსნით და 2 პასით დაეხმარა. ბეჟანიშვილმა 4-დან 2 სროლა გამოიყენა.
„გრანდ რაპიდს გოლდი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 9 მოგებით და 4 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 12 თებერვალს გამართავს.