ფეხბურთი

2:32 | 7.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლაჰოვიჩის ეფექტი და ახალი "იუვენტუსი"

„იუვენტუსმა“ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იაქტიურა და რა შედეგს გამოიღებს ეს, რთული სათქმელია, დრო გამოაჩენს, მაგრამ პირველი მატჩიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი შეიცვალა.

„იუვემ“ „ვერონას“ უმასპინძლა, რომელთანაც პირველ წრეში დამარცხდა, 2019 წლის შემდეგ კი 4 მატჩი ვერ დაემარცხებინა. ამიტომაც, უხერხულ მეტოქეს ხვდებოდა, თუმცა, ახალწვეულების გოლებით იმარჯვა - 2:0.

დუშან ვლაჰოვიჩს მხოლოდ 13 წუთი დასჭირდა იმისტვის, რომ პირველივე მატჩში გოლი გაეტანა. სერბი პაულო დიბალას პასის მერე მეკარესთან პირისპირ დარჩა და მას თავზე გადაუგდო ბურთი. 61-ე წუთზე მეორე ახალწვეულმა დენის ზაკარიამ გაიტანა, რომელიც მეკარეს ალვარო მორატამ შეატოვა და შვეიცარიელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტურინულ გრანდს კიდევ არაერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ ხან „ვერონას“ მეკარე იყო დიდებული, ხანაც სიზუსტე აკლდებოდათ. „იუვეს“ ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ სადებიუტო მატჩში გოლი ორმა ფეხბურთელმა გაიტანა. პირველად 2011 წელს სტეფან ლიხშტაინერმა და არტურო ვიდალმა გაიტანეს.

რაც მთავარია, ტურინულმა გრანდმა ოთხეულში შეაბიჯა. „იუვენტუსმა“ 45 ქულა დააგროვა და „ატალანტას“ 2 ქულით გადაასწრო. ბერგამოელებმა შინ მოულოდნელად „კალიარისთან“ წააგეს (1:2). ჯან პიერო გასპერინის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ ფაქტია, ახლა „იუვემ“ გადაასწრო და რაც მთავარია, მომდევნო ტურში ეს გუნდები ბერგამოში შეხვდებიან და სასწორზე ბევრი რამ იდება.

„ნაპოლიმ“ „ინტერის“ მარცხით ისარგებლა და საჩემპიონო ბრძოლაში ბოლომდეა ჩართული. ლუჩანო სპალეტის გუნდმა „ვენეცია“ მეორე ტაიმში ვიქტორ ოსიმენისა და ანდრეა პეტანიას გოლებით გატეხა. ახლა, „ნაპოლი“ „ინტერს“ ქულით ჩამორჩება, მაგრამ მილანელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

„უდინეზე“ – „ტორინო“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მოლინა (90), 2:0 პუსეტო (90)

„ბოლონია“ – „ემპოლი“ 0:0 (0:0)

„სამპდორია“ – „სასუოლო“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 კაპუტო (5), 2:0 სენსი (7), 3:0 კონტი (63), 4:0 კანდრევა (90)

„ვენეცია“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ოსიმენი (59), 0:2 პეტანია (90)

„ატალანტა“ – „კალიარი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 პერეირო (50), 1:1 პალომინო (64), 1:2 პერეირო (68)

„იუვენტუსი“ – „ვერონა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (13), 2:0 ზაკარია (61)

0.11706