აფრიკის ეროვნებათა თასის 2022 წლის გათამაშება სენეგალის ნაკრებმა მოიგო. ალიუ სისეს გუნდმა ფინალში ეგვიპტის ნაკრები დაძაბულ ბრრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა.
სენეგალს დაწინაურება მეშვიდე წუთზევე შეეძლო, მაგრამ სადიო მანემ პენალტი ვერ გაიტანა. ამის შემდეგ გუნდებმა ერთმანეთის კარისკენ შეტევები უშედეგოდ წარმართეს და როგორც ძირითადი დრო, ისე დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა.
პენალტების სერიაში სენეგალმა 5-დან 4 პენალტი გაიტანა, ეგვიპტემ 4-დან მხოლოდ 2. აღსანიშნავია, რომ მოჰამედ სალაჰი ბურთთან მეხუთე უნდა მისულიყო, მაგრამ დარტყმა არ მოუწია, თამაში იქამდე დასრულდა. სამაგიეროდ, მეხუთე და გადამწყვეტი პენალტი მისმა თანაკლუბელმა სადიო მანემ გაიტანა და სენეგალი გააჩემპიონა.
ისიც გავიხსენოთ, რომ აფრიკის თასის 2022 წლის გათამაშებაში ეგვიპტემ ორჯერ იმარჯვა პენალტების სერიაში, ამჯერად კი იგივე ვერ გააკეთა. კარლოს კეირუშის გუნდი აფრიკის 7-გზის ჩემპიონია, რაც სარეკორდო შედეგია, სენეგალის ნაკრებმა კი ორჯერ წაგებული ფინალის შემდეგ ისტორიაში პირველად შეძლო აფრიკის თასის მოგება.
სხვათა შორის, ეს მხოლოდ ჟურნალი იყო, მთავარი წინაა - სენეგალი და ეგვიპტე 24 და 27 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში მუნდიალის საგზურისთვისაც შეხვდებიან.