„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ჯენოასთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტი განსაკუთრებით ნიკოლო ძანიოლოს გაძევების გამო გაბრაზდა და ეს მედიასთან არც დაუმალავს.
"მსაჯს ველაპარაკე, რადგან ვფიქრობ, რომ მან შეცდომა დაუშვა. როგორ ფიქრობთ, ძანიოლო რომ ეთამაშა "ინტერში", "იუვენტუსში" ან "მილანში", იგივე სიტუაცია იქნებოდა? მან პირი გააღო და მაშინვე გააძევეს, იმიტომ, რომ სამჯერ უთხრა აბისოს: "რა ჯანდაბას აკეთებ?". ზედიზედ სამჯერ თქვა, მაგრამ ეს არ იყო შეურაცხყოფა.
როგორ ფიქრობთ, მიიღებდნენ თუ არა წითელ ბარათს, მაგალითად, ლაუტარო მარტინესი სან სიროზე? თუ ჯორჯო კიელინი იუვენტუსის სტადიონზე? ან ზლატან იბრაჰიმოვიჩი სან სიროზე იგივე რაღაცის გამო?
შესაძლოა, ეს მსაჯის ბრალიც კი არ არის, შესაძლოა მსაჯი უბრალოდ ასრულებს ინსტრუქციებს, რომლებსაც მას თანამედროვე ფეხბურთის პასუხისმგებელი პროფესორები აძლევენ, რადგან მათ თვალში „რომა“ პატარა კლუბად მიიჩნევა“, - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნიკოლო ძანიოლომ გოლოი გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერმა მომენტი გადაამოწმა და ტამი აბრაჰამის მხრიდან თამაშის წესების დარღვევა დაფიქსირდა, შედეგად გოლი გაუქმდა, ხოლო ძანიოლომ მსაჯთან იკამათა და წითელი ბარათი მიიღო.