ფეხბურთი

0:52 | 6.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშებს

„რუბინის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ოლეგ ვერეტენნიკოვმა, ჟურნალისტებთან იმ მოთამაშეების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც „ხიმკისთან“ შაბათის ამხანგური მატჩი გამოტოვეს (0:0).

„ხვიჩამ უკვე რამდენჯერმე ივარჯიშა საერთო ჯგუფთან ერთად. თუმცა სამედიცინო მოსაზრებით „ხიმკისთან“ არ ვათამაშეთ. ამავე მიზეზით არ დავტვირთეთ ვიტალი ლისაკოვიჩი და კონსტანტინ კუჩაევი.

ვფიქრობ, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ სამივე მწყობრში იქნება და მინდორზე ვიხილავთ.“ - ციტირებს ვერეტენნიკოვის სიტყვებს „რუბინის“ პრესსამსახური.

რაც შეეხება გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის თამაშზე არყოფნას, ვერეტენნიკოვმა თქვა, რომ დამრიგებელმა თავი შეუძლოდ იგრძნო და შეხვედრის ტრანსლაციას სასტუმროს ნომერში უცქირა.

„რუბინისა“ და ბათუმის „დინამოს“ ამხანაგური შეხვედრა 8 თებერვალს გაიმართება.

0.127622